სოფელ სადახლოში 27 წლის მამაკაცი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ნახეს

18:45, 20.03.2019

სოფელ სადახლოში 27 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარ მანქანაში, საკუთარი იარაღით მოიკლა თავი.

როგორც შსს-ში პირველ არხს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შსს – ში მკვლელობას გამორიცხავენ.

მსგავსი