სოფელ მეჯვრისხევში პროექტი „სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა“ დაიწყო
სოფელ მეჯვრისხევში პროექტი „სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა“ დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარე სოფელ მეჯვრისხევში პროექტი „სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა“ დაიწყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით საერთაშორისო პროექტი მეორედ იმართება.

„სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა“ დანიური კომპანიის „კულტურათა გადაკვეთის პროექტის ასოციაციის” საერთაშორისო პროექტია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1998 წლიდან ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი ხუთიდან თორმეტ წლამდე ბავშვების საფეხბურთო ცხოვრებაში ჩართვაა. 1998 წლიდან დღემდე აღნიშნულ პროექტში 950 000-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა. „სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა“ საქართველოში 2003 წელს დაფუძნდა.

პროექტის გახნას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, შიდა ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე რევაზიშვილი და სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები. ისინი ბავშვებს შეუერთდნენ და მათთან ერთად ჩაერთვნენ აქტივობებში. პროექტში გორის მუნიციპალიტეტის სოფლების 200-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა.

„წელს მეორედ ვახორციელებთ პროექტს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ ინიციატივით იმართება და მომავალში კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოვიცავთ. დღევანდელ პროექტში 200-მდე ბავშვი მონაწილეობდა, რომლებიც ფეხბურთის ფედერაციის მიერ გადამზადებული მწვრთნელები ავარჯიშებდნენ. პროექტის მიზანი სწორედ ისაა, რომ ბავშვებს, ძალიან მარტივად, ელემენტარული, სახალისო მიდგომებით შევაყვაროთ და ვასწავლოთ ფეხბურთის თამაში, რათა მათ მომავალშიც გააგრძელონ ეს საქმიანობა და რაც მთავარია, იყვნენ სპორტში ჩართულები. ეს არის ყველა ჩვენგანის პრიორიტეტი. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს“, – ამბობს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

განცხადება გააკეთა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა.

„სოფლების მოედნების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარე სოფელში მოედანი განვაახლეთ და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს ფეხბურთი ითამაშოს. პროექტის თანახმად, მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ 10-ზე მეტი ღონისძიებაა დავგეგმეთ, თუმცა დღევანდელი დღე გამორჩეული იყო, რადგან ამდენი ბავშვი მონაწილეობდა, რომელთაც ფეხბურთი უყვართ. ჩვენი მხრიდან კი, ყოველთვის შევუწყობთ ხელს მათ, ვინც ფეხბურთის თამაშითაა დაინტერესებული“, – განაცხადა მუჯირმა.