სოფელ ხუცუბანში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
სოფელ ხუცუბანში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. ობიექტის თანამშრომლები ამბობენ, რომ მძარცველებმა თანხა და მობილური ტელეფონები წაიღეს, სხვა დეტალებზე საუბრისგან კი, თავს იკავებენ.

შემთხვევა სოფელ ხუცუბანში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი