სოფელ ჩაისუბანში მამაკაცი ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

22:07, 16.04.2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში შუახნის მამაკაცი ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

სოფლის რწმუნებულის განცხადებით, ძმებს შორის კონფლიქტი მოხდა და ერთ-ერთმა მეორეს სანადირო თოფიდან ესროლა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. რწმუნებულის ინფორმაციით, ძმები ერთ ოჯახში ცხოვრობდნენ და კონფლიქტი ადრეც ჰქონდათ.

ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ.

მსგავსი