Sofascore-მა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის სიმბოლური გუნდი შეადგინა #1TVSPORT
ანალიტიკურმა პლატფორმამ, Sofascore-მა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის სიმბოლური გუნდი დაასახელა.
გუნდში ექვსი ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებიდან მოხვდა, ოთხი – არგენტინიდან, ხოლო ერთი – ინგლისიდან.
მეკარე: უნაი სიმონი (ესპანეთი)
მცველები: პაუ კუბარსი, პედრო პორო, მარკ კუკურელია, აემერიკ ლაპორტი (ესპანეთი)
ნახევარმცველები: ელიოტ ანდერსონი (ინგლისი), ლეანდრო პარედესი, ენცო ფერნანდესი (არგენტინა), როდრი (ესპანეთი)
თავდამსხმელები: ლაუტარო მარტინესი, ლიონელ მესი (არგენტინა)
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 19 ივლისს არგენტინის ნაკრები ესპანეთს შეხვდება, ხოლო 18 ივლისს საფრანგეთი და ინგლისი მესამე ადგილისთვის ითამაშებენ.