სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს „ოქროს ბურთს“ ბენზემა მოიგებს #1TVSPORT
სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს „ოქროს ბურთს“ ბენზემა მოიგებს #1TVSPORT

ინტერნეტში გაჟონა ინფორმაციამ 2021-22 წლების „ოქროს ბურთის“ გამოკითხვის საბოლოო შედეგების შესახებ. კერძოდ, „ტვიტერში“ ვირუსულად გავრცელდა სკრინშოტი, რომლითაც ვიგებთ, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელი მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემაა, მეორე ადგილზე კი „ბაიერნის“ შემტევი სადიო მანე გავიდა.

თუ ამ მონაცემებს დავეყრდნობით, გამოკითხვის შედეგად TOP10-ში შევიდა „რეალის“ კიდევ სამი ფეხბურთელის – მეოთხე ადგილზეა ვინისიუსი, მერვეზე – ლუკა მოდრიჩი, მეათეზე – ტიბო კურტუა.