სოციალურ ქსელში პოგბასა და მოურინიოს შორის დაძაბული საუბრის კადრები გავრცელდა | ფრანგი დღეს ძირითადში იქნება (ვიდეო)
სოციალურ ქსელში პოგბასა და მოურინიოს შორის დაძაბული საუბრის კადრები გავრცელდა | ფრანგი დღეს ძირითადში იქნება (ვიდეო)

ჟოზე მოურინიოს თქმით, პოლ პოგბა „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ ითამაშებს, თუმცა ფეხბურთელმა კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ არც ერთი მოთამაშე არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კლუბის ინტერესები.

ოთხშაბათს სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ფრანგ ნახევარმცველსა და პორტუგალიელ მწვრთნელს შორის დაძაბული საუბარია ასახული.

მიუხედავად ამისა, მოურინიო აცხადებს, რომ ფეხბურთელთან ნორმალური ურთიერთობა აქვს.

„ხვალ (ინტერვიუ 28 სექტემბერს ჩაიწერა) ის მოედანზე იქნება. ის ისეთივე მოთამაშეა, როგორიც ყველა დანარჩენი. არც ერთი მოთამაშე არ არის კლუბზე მნიშვნელოვანი. თუ მე კმაყოფილი ვიქნები მისი მუშაობით, ითამაშებს, თუ არა – არ ითამაშებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. ნამდვილად კარგად ვარჯიშობდა. ამ გუნდს კარგი მოთამაშეები სჭირდება და პოგბა ნამდვილად კარგი მოთამაშეა“, – განაცხადა მოურინიომ ჟურნალისტებთან საუბარში.