სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს 2025 წლის „ოქროს ბურთის“ საბოლოო შედეგები [ფოტო] #1TVSPORT
The legendary FIFA Ballon d'Or trophy, exhibitedon January 8, 2016, at the future new FIFA museum at Zurich, a few days before the 2015 award ceremony.
ცნობილმა ჟურნალისტმა, პაბლო ჟირალტმა X-ის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ხმის მიცემის შედეგები. გავრცელებული ფოტოს მიხედვით, პრიზის მფლობელი გახდება „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი. მეორე ადგილი დაიკავა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, უსმან დემბელემ.
„ოქროს ბურთის“ გადაცემის რიგით 69-ე ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. მეოთხედ ისტორიაში პრიზი გადაეცემა სეზონის (2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 13 ივლისის პერიოდი) და არა კალენდარული წლის შედეგების მიხედვით. ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღეს ფიფა-ს რეიტინგის TOP-100-ში მყოფი ქვეყნების სპორტულმა ჟურნალისტებმა.
