Soccernews-ი - გიორგი მიქაუტაძის შეძენით „სევილიაც“ დაინტერესდა #1TVSPORT
Soccernews-ი - გიორგი მიქაუტაძის შეძენით „სევილიაც“ დაინტერესდა #1TVSPORT

„სევილიას“ ზაფხულში „აიაქსიდან“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის განხორციელება სურს – ინფორმაციას Soccernews-ი ავრცელებს.

„სავსებით შესაძლებელია, რომ ზაფხულში „აიაქსმა“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერში მცირე მოგება მაინც მიიღოს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი თავდამსხმელის შეძენით „სევილია“ დაინტერესდა. მიქაუტაძე ასევე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „მონაკოს“ ინტერესის სფეროშია მოქცეული.

თავად ფეხბურთელი „აიაქსში“ დაბრუნებაზე არ ოცნებობს. ამსტერდამელებმა 2023 წლის აგვისტოში 23 წლის თავდამსხმელში დაახლოებით 16 მილიონი ევრო გადაიხადეს, მაგრამ ნიდერლანდურ კლუბში მას თამაშის შესაძლებლობა არ მიეცა და იჯარით „მეცში“ დაბრუნდა, სადაც ბოლო ექვს თვეში 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. „სევილიაში“ თავდამსხმელის პოზიციაზე ისააკ რომერო, იუსეფ ენ-ნესირი და მარიანო დიასი თამაშობენ, მიქაუტაძეს კი, ძირითადად, ფლანგის მოთამაშედ განიხილავენ“, – წერს Soccernews-ი.