Socca ევროპის ჩემპიონატი | საქართველოს მასტერლიგის ნაკრები ევროპის მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს მასტერლიგის ნაკრები Socca ევროპის ჩემპიონატის (7X7-ზე ფეხბურთი) 1/8-ფინალში ევროპის მოქმედ ჩემპიონს, პოლონეთს დაუპირისპირდა და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა – 1:4.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ბურთი მე-13 წუთზე გაუშვა. ზუსტად ორ წუთში „ჯვაროსნებმა“ წონასწორობა ლელაძის დარტყმით აღადგინეს, მაგრამ პოლონელები შესვენებამდე მაინც დაწინაურდნენ, მეორე ნახევარში კიდევ ორი გოლი გაიტანეს და მეოთხედფინალში ითამაშებენ.
საქართველოს ნაკრებმა Socca ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა (საფრანგეთთან 2:2, საბერძნეთთან 0:0), ხოლო ნიდერლანდებთან ტექნიკური გამარჯვება (3:0) ჩაეთვალა და მერვედფინალში მეორეადგილოსნის სტატუსით გამოდიოდა.