სნუპ დოგი „რეალის“ გულშემატკივარი გახდა
სნუპ დოგი „რეალის“ გულშემატკივარი გახდა

ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა სნუპ დოგმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა საყვარელ გუნდთან დაკავშირებით ჩამოყალიბდეს და საგულშემატკივროდ მადრიდის „რეალზე“ შეაჩერა არჩევანი.

ვიდეო, რომელიც „იუთიუბზე“ (YouTube) „ბლიჩერ რეპორტის“ (Bleacher Report) არხზე გამოქვეყნდა, რეპერმა აღნიშნა, რომ მას ბევრი გუნდის ფორმა ჩაუცვამს: „რეალის“, „ბარსელონასი“, „ლივერპულის“, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ბაიერნის“, „იუვენტუსისა“ და სხვების.

„მოვიდა დრო, გავჩერდე და ერთი გუნდის ერთგული გავხდე“, – თქვა სნუპ დოგმა. – „და მე ვირჩევ მადრიდის „რეალს“. ის ავირჩიე იმიტომ, რომ მათ ვარსკვლავებით სავსე გუნდი ჰყავთ. ისინი ესპანეთიდან არიან, ისინი კარგად თამაშობენ. რატომაც არა?“