სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალური წყვილები გარკვეულია

19:07, 30.04.2019

სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატზე დასრულდა მერვედფინალური ეტაპი და ყველა მეოთხედფინალიტი გაირკვა. ტურნირზე შემორჩენილ სნუკერისტებს შორის ყველაზე მაღალი განთესვის ნომრები აქვს ნილ რობერტსონსა და ჯონ ჰიგინსს – მეოთხე და მეხუთე. ერთ-ერთი მეოთხედფინალური წყვილი სწორედ მათ დააკომპლექტეს.

1/8 ფინალის შედეგები:

ნილ რობერტსონი (ავსტრალია) – შონ მერფი (ინგლისი) 13:6
მარკ სელბი (ინგლისი) – გარი უილსონი (ინგლისი) 10:13
მარკ უილიამსი (უელსი) – დევიდ გილბერტი (ინგლისი) 9:13
ბარი ჰოუკინსი (ინგლისი) – კირენ უილსონი (ინგლისი) 11:13
ჯონ ჰიგინსი (შოტლანდია) – სტიუარტ ბინემი (ინგლისი) 13:11
ალი კარტერი (ინგლისი) – ჟოუ იუელუნი (ჩინეთი) 13:9
ჯად ტრამპი (ინგლისი) – დინ ჯუნჰუ (ჩინეთი) 13:9
სტივენ მაგუაირი (შოტლანდია) – ჯეიმს კეჰილი (ინგლისი) 13:12

1/4 ფინალში ხვდებიან:

დევიდ გილბერტი (ინგლისი) – კირენ უილსონი (ინგლისი)
ჯონ ჰიგინსი (შოტლანდია) – ნილ რობერტსონი (ავსტრალია)
გარი უილსონი (ინგლისი) – ალი კარტერი (ინგლისი)
ჯად ტრამპი (ინგლისი) – სტივენ მაგუაირი (შოტლანდია)

მერვედფინალის მატჩები 13 ფრეიმის მოგებამდე გრძელდება. მსოფლიოს ჩემპიონატი 6 მაისს დასრულდება.

მსგავსი