საუდის არაბეთი პირველად ჩაატარებს სნუკერში პროფესიული ტურის ტურნირს. ეს ისტორიული მოვლენა 2020 წელს მოხდება.
World Snooker-ის ინფორმაციით, ტურნირი შეტანილია 2020-21 წლების სეზონის კალენდარში და გაიმართება 2020 წლის 4-10 ოქტომბერს ელ-რიადში. ტურნირში პროფესიული ტურის ყველა მონაწილე (128 სნუკერისტი) მიიღებს მონაწილეობას. საერთო საპრიზო ფონდი იქნება – სამი მილიონი ევრო.
„ეს დიდი ნაბიჯია წინ სნუკერისთვის. ბოლო ათწლეულში ჩვენ გლობალური ექსპანსია განვიცადეთ აზიასა და ევროპაში. ასე რომ, მოხარულები ვართ ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი ტურნირის ჩატარებით. ფანებისთვის საუდის არაბეთში ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობაა იხილონ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები“, – განაცხადა World Snooker-ის წარმომადგენელმა ბარი ჰირნმა.