სნოუბორდი - აშშ-მა პიონჩანგში პირველი მედალი მოიპოვა
სნოუბორდი - აშშ-მა პიონჩანგში პირველი მედალი მოიპოვა

2018 წლის ზამთრის თამაშებზე პირველი ჩემპიონი გამოვლინდა სნოუბორდში. მამაკაცებს შორის დისციპლინა სლოუპსტაილში გამარჯვება მოიპოვა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა რედმონდ ჯერარდმა. მისი შედეგი იყო 87.16 ქულა. ჯერარდი მხოლოდ 17 წლისაა.

მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ კანადელები – მაქს პარო და მარკ მაკმორისი, შესაბამისად – 86.00 და 85.20 ქულით.

ჯერარდის ოქრო პირველი მედალია ამერიკისთვის პიონჩანგის ოლიმპიადაზე.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე