სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში დღეს მოწმეებს დაკითხავენ
სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში დღეს მოწმეებს დაკითხავენ

გორის რაიონულ სასამართლოში​ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი გრძელდება. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ექვსი მოწმე დაიკითხება. ესენი არიან ის მწყემსები, რომლებიც ბრალდებულ კობაურთან ერთად იმყოფებოდნენ ხადას ხეობაში. ასევე დაიკითხებიან ექსპერტ-კრიმინალისტები.

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულს ვერდიქტი მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა და 14-მა მსაჯულმა უნდა გამოუტანონ. საქმეზე განაჩენი ერთ თვეში გამოცხადდება, რადგან 9-თვიანი ვადა 9 აპრილს იწურება.

სმიტების ოჯახის სამი წევრი ხადას ხეობაში 4 ივლისს მოკლეს. 9 ნოემბერს მალხაზ კობაურს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ, კობაურს ბრალად ედება არა მხოლოდ მამა-შვილი სმიტების მკვლელობა, არამედ ლორა სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას უვადო პატიმრობა ემუქრება.