სლუცკიმ კვარაცხელიას ტრავმაში მსაჯი დაადანაშაულა - ეს მისი პროვოცირებულია, რადგან აშკარა დარღვევებზე ჯარიმები არ დადო #1TVSPORT
ყაზანის „რუბინის“ მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაში, რომელიც რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩში „ურალთან“ შეემთხვა, დამნაშავე მატჩის მთავარი მსაჯი არტემ ლიუბიმოვია.
20 წლის თავდამსხმელს სამკურნალოდ რამდენიმე კვირა დასჭირდება ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო და, ალბათ, „რუბინს“ სეზონის დარჩენილ ნაწილში ვერ დაეხმარება.
„ნახეთ, ყველგან ვარსკვლავებზე და ნებისმიერ კაშკაშა მოთამაშეზე როგორ ზრუნავენ. ყველა მსაჯს ესმის, რომ აუდიტორია თამაშებზე ამ ფეხბურთელის გამო დადის და არა მსაჯის ან სხვა რამის გამო. რა უნდა იფიქრო, როდესაც ადამიანი კვარაცხელიას წინააღმდეგ არც ერთ ჯარიმაზე არ უსტვენს, რომელიც მოედანზე წევს და რომელსაც უკნიდან არტყამენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ტრავმა, რომელიც კვარაცხელიამ მიიღო, მეტწილად მსაჯის მიერ იყო პროვოცირებული, რადგან ყველაზე აშკარა დარღვევებზე ჯარიმები არ დააფიქსირა”, – თქვა სლუცკიმ არხის „თათრსტან -24-ის“ ეთერში.
რუსეთის პრემიერლიგის 26 ტურის შემდეგ, რუბინმა 46 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე დაწინაურდა.