სლუცკი ხვიჩა კვარაცხელიას მოლოდინშია
სლუცკი ხვიჩა კვარაცხელიას მოლოდინშია

ყაზანის „რუბინმა“ მოსკოვის ცსკა-სთან რუსეთის პრემიერლიგის მე-16 ტურში გამარჯვების შემდეგ (1:0) საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობაზე „რუბინის“ პრესსამსახურთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა. ხვიჩა კვლავ საქართველოშია და ველოდებით, მისი დაბრუნება როდის იქნება შესაძლებელი. კორეელი ბომი და შვედი სტარფელტში უკვე გუნდში არიან, მათ კორონავირუსი დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაუფიქსირდათ. კვარაცხელია კი ჯერ არ ჩანს”, – ამბობს სლუცკი.

საქართველოს პირველი არხის ცნობით, ხვიჩა უკვე ჯანმრთელადაა და წესით, გუნდს მალე უნდა შეუერთდეს – უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, გუნდთან ერთად როდის ივარჯიშებს.

ყაზანის „რუბინის” თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსი 11 ნოემბერს საქართველოს ნაკრების შეხვედრის წინა დღეს დაუფიქსირდა. ის დაუყოვნებლივ იზოლაციაში გადაიყვანეს და ბოლო დრომდე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.