სლოვენიასთან მარცხის შემდეგ იტალიის ნაკრების მწვრთნელმა, ჯანმარკო პოცეკომ თანამდებობა დატოვა #1TVSPORT
სლოვენიასთან მარცხის შემდეგ იტალიის ნაკრების მწვრთნელმა, ჯანმარკო პოცეკომ თანამდებობა დატოვა #1TVSPORT

2025 წლის ევრობასკეტის მერვედფინალში სლოვენიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ იტალიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯანმარკო პოცეკომ თანამდებობა დატოვა.

„ეს იყო ჩემი ბოლო მატჩი მთავარი მწვრთნელის რანგში. მადლობას ვუხდი ფედერაციის პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისთვის. დიდი პატივი იყო იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელობა“, – განაცხადა პოცეკომ.

იტალიის ეროვნულ გუნდთან ერთად ჯანმარკო პოცეკომ 2022 წლის ევრობასკეტისა და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალს მიაღწია.

იტალიის ნაკრები მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიასთან 77:84 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.