„სლოვანმა“ მოიგო - ვაისმა სამივე ქართველი ათამაშა #1TVSPORT
„სლოვანმა“ მოიგო - ვაისმა სამივე ქართველი ათამაშა #1TVSPORT

ბრატისლავის „სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონატში „ტრნავას“ საკუთარ სტადიონზე დაუპირისპირდა და 4:1 გაიმარჯვა.

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის 22-ე ტურში ვლადიმირ ვაისმა სამივე ქართველი ფეხბურთელი – გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე (87-ე წუთზე შეცვალეს) ძირითად შემადგენლობაში დააყენა. აღსანიშნავია, რომ ბოლო შეხვედრებში „სლოვანში“ ჩაკვეტაძე ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშობს და არა უფრო ჩვეულ პოზიციაზე – მარცხენა ფლანგზე.

„სლოვანი“ მე-17 წუთზე იურაი კუცკამ დააწინაურა, 37-ე წუთზე ალეკსანდრ ჩავრიჩმა მასპინძლების უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო 2 წუთში მალიკ აბუბაკარის გოლმა, ფაქტობრივად, მატჩის ბედი „სლოვანის“ სასარგებლოდ პირველივე ნახევარში გადაწყვიტა 3:0.

მეორე ნახევარში „ტრნავამ“ სხვაობა შეამცირა, მაგრამ 81-ე წუთზე ტიგრან ბარსეგიანმა პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4:1.

ბრატისლავას „სლოვანმა“ მორიგი გამარჯვებით 22 ტურის შემდეგ 47 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, პირველზე კი „დუნაისკე სტრადაა“ (48).