„სლოვანმა“ მოგებით ლიდერობა შეინარჩუნა - ვაისმა ქართული სამეული ათამაშა #1TVSPORT
„სლოვანმა“ მოგებით ლიდერობა შეინარჩუნა - ვაისმა ქართული სამეული ათამაშა #1TVSPORT

ვლადიმირ ვაისმა სამივე ქართველი ფეხბურთელი ათამაშა ბრატისლავის „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში, რომელმაც „რუჟემბეროკი“ 2:0 დაამარცხა.

გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე 53-ე წუთზე შეცვალეს. ბრატისლაველებიდან თავი ერიკ რამირესმა და ვლადიმირ ვაისი-უმცროსმა გამოიჩინეს.

„სლოვანში“ პენალტების შესრულება რომ უჭირთ, ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა. 53-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა ვლადიმირ ვაისი-უმცროსმა შეასრულა და ვერ გამოიყენა, მაგრამ ორ წუთში მეტოქის კარი მაინც აიღო.

სლოვაკეთის ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ 38 ქულით „სლოვანმა“ ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა მეორეადგილოსანმა „დუნაისკა სტრედამ“ ქართველების გუნდთან სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა.