„სლოვანმა“ „მიხალოვცე“ დაამარცხა - ქართველებმა შეუცვლელად ითამაშეს #1TVSPORT
„სლოვანმა“ „მიხალოვცე“ დაამარცხა - ქართველებმა შეუცვლელად ითამაშეს #1TVSPORT

სლოვაკეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში ბრატისლავის „სლოვანმა“ „მიხალოვცე“ დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:1.

ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ შეხვედრა ბრატისლაველების სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს. საქართველოს ნაკრების ყოფილმა და მოქმედმა კაპიტნებმა შეუცვლელად ითამაშეს და შეფასება 6.9 მიიღეს.

„სლოვანმა“ პირველი ტაიმი 4:1 მოიგო და, ფაქტობრივად, მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ანგარიში მეოთხე წუთზე მარსელმა გახსნა. მართალია, სტუმრებმა ვან კესელის გოლით წონასწორობა მალე აღადგინეს, მაგრამ „სლოვანმა“ ჩავრიჩის (16), მარსელისა (23) და მარიანოვიჩის (41) ავტოგოლით გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. მეორე ნახევარში კი საბოლოო ანგარიში ჩავრიჩმა (89) დააფიქსირა.

ამ მოგებით „სლოვანმა“ 12 ტურის შემდეგ 29 ქულა დააგროვა და კონკურენტ „ჟილინასთან“ (25) უპირატესობა ოთხ ქულამდე გაზარდა.