„სლოვანმა“ ლიდერობა დაკარგა - ხოჭოლავამ გასვლაზე მოიგო #1TVSPORT
„სლოვანმა“ ლიდერობა დაკარგა - ხოჭოლავამ გასვლაზე მოიგო #1TVSPORT

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის საჩემპიონო ჯგუფი ბრატისლავას „სლოვანმა“ წაგებით დაიწყო – ვლადიმირ ვაისის გუნდმა საკუთარ მოედანზე „ჟილინას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

„სლოვანში“ შეუცვლელად მხოლოდ ჯაბა კანკავამ ითამაშა, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, ხოლო გურამ კაშია განაცხადში არ ყოფილა.

„სლოვანს“ კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში „ბაზელთან“ 16 მარტს განმეორებითი მატჩი ელის. პირველი შეხვედრა სლოვაკებმა გასვლაზე 2:2 დაასრულეს და 1/4-ფინალში გასვლის შანსი აქვთ. ვაისი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებს ამიტომ უფრთხილდება. მაგრამ ამით გუნდმა ჩემპიონატში ლიდერობა დაკარგა.

დათა ხოჭოლავამ დანიის სუპერლიგაში ითამაშა „კოპენჰაგენის“ შემადგენლობაში, რომელიც „ჰორსენსს“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს.