„სლოვანმა“ ლიდერი დაამარცხა - კაშიამ ითამაშა, კანკავა დაასვენეს #1TVSPORT
„სლოვანმა“ ლიდერი დაამარცხა - კაშიამ ითამაშა, კანკავა დაასვენეს #1TVSPORT

გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას „სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატში გათამაშების ლიდერს, „ტრენჩინს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 2:0.

გურამ კაშია „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მხოლოდ 90+1-ე წუთზე შეცვალეს. „ჯვაროსნების“ კაპიტანმა საიმედოდ ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. ჯაბა კანკავა კი ამჯერად გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისი-უფროსმა დაასვენა.

სლოვაკეთის ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩში „სლოვანმა“ უპირატესობა პირველი ტაიმში მოიპოვა და 22-ე წუთზე ლუკაშ პაუშეკის გოლით ანგარიში გახსნა. 71-ე წუთზე „ტრენჩინის“ კარი მეორედ ალეკსანდარ ჩავრიჩმა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

ბრატისლავას „სლოვანმა“ ამ მოგებით 20 ქულა დააგროვა და ისევ მეორე ადგილზე დარჩა, მაგრამ „ტრენჩინთან“ (22) სხვაობა შეამცირა.