„სლოვანმა“ „კლაკსვიკის“ საშინაო წაუგებელი სერია შეაჩერა და პლეი ოფში გავიდა #1TVSPORT
„სლოვანმა“ „კლაკსვიკის“ საშინაო წაუგებელი სერია შეაჩერა და პლეი ოფში გავიდა #1TVSPORT

ბრატისლავის „სლოვანი“, სადაც ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობენ, კონფერენსლიგის ჯგუფში ფარერების კუნძულის „კლაკსვიკს“ ესტუმრა და მიმდინარე ევროსეზონის აღმოჩენის ცხრმატჩიანი საშინაო წაუგებელი სერია შეაჩერა – 1:2.

ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურამდე „სლოვანი“ ჯგუფში მეორე ადგილზე იყო და მოგებით პლეი ოფის საგზურს ინაღდებდა. სლოვაკეთის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

თამაში თანაბარი გამოდგა, ანგარიში კი მე-17 წუთზე „კლაკსვიკმა“ გახსნა. „სლოვანის“ მცველის შემცდომით მადს მიკელსენმა ისარგებლა. თუმცა სლოვაკებმა წონასწორობა შვიდ წუთში აღადგინეს. სწრაფი კონტრშეტევა იურაი კუცკამ დააგვირგვინა და ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში უპირატესობას „კლაკსვიკი“ ფლობდა, დაწინაურების რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ 62-ე წუთზე ბრატისლაველების სწრაფი კონტრშეტევა ისევ გამოცდილმა იურაი კუცკამ დააგვირგვინა და „სლოვანი“ დააწინაურა – 1:2.

A ჯგუფის მეორე დაპირისპირებაში „ლილმა“ ლუბლიანას „ოლიმპია“ 2:0 დაამარცხა და 5 ტურის შემდეგ 11 ქულით ლიდერია. ბრატისლავის „სლოვანი“ 10 ქულით მეორე ადგილზეა და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. სლოვაკები ბოლო ტურში, შინ 15 დეკემბერს აუტსაიდერს, სლოვენიურ „ოლიმპიას“ უმასპინძლებენ.