„სლოვანის“ მწვრთნელი - კანკავას გოლმა გვიშველა და ფინალში გავედით #1TVSPORT
„სლოვანის“ მწვრთნელი - კანკავას გოლმა გვიშველა და ფინალში გავედით #1TVSPORT

სლოვაკეთის თასის ნახევარფინალში „სკალიცასთან“ გამარჯვებისა (2:1, 3:3) და ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ბორის კიტკამ გააკეთა.

„ჩვენ არც თუ ისე კარგად ვითამაშეთ. პირველი 15 წუთი ნორმალური იყო, როდესაც გრინსა და ჩაკვეტაძეს ორი შესანიშნავი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მასპინძლებს შანსი მივეცით. 1:0-ის შემდეგ გატანილი გოლით თავი ცოტა ავწიეთ და მივხვდით, რომ ფინალში თამაშის შანსი გვქონდა, მეორე ნახევარში კი დავწინაურდით.

მაგრამ ამის შემდეგ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ თამაში შემოვაბრუნეთ, საკუთარ თავს პრობლემები შევუქმენით და მეტოქემ თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. საბედნიეროდ, კანკავას გოლმა გვიშველა და ფინალში გავედით. მიუხედავად ამისა, ეს დასასრული ცოტა სხვანაირად წარმოგვედგინა.

რაც შეეხება ფინალს, ნუ მიიღებთ როგორც ფრაზას, მაგრამ ამაზე პრიორიტეტული ჩვენთვის სლოვაკეთის ჩემპიონატში „ჟილინასთნ“ შემდეგი ტურის შეხვედრაა“, – თქვა ბორის კიტკამ.