„სლოვანის“ მთავარი მწვრთნელი ია ია ტურე – შედეგით კმაყოფილები ვართ #1TVSPORT

01:21, 30.07.2026

ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა, იაია ტურემ და გუნდის კაპიტანმა, კენან ბაირიჩმა თბილისის „იბერიასთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთეს.

თბილისელებმა ბრატისლავაში გამართული შეხვედრა 1:1 დაასრულეს, თუმცა ორი მატჩის ჯამში დამარცხდნენ (0:2, 1:1) და ასპარეზობას ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გააგრძელებენ, სადაც გამარჯვების შემთხვევაში კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ.

იაია ტურე („სლოვანის“ მწვრთნელი):

„ძალიან ბევრი საგოლე შანსი გვქონდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტის გატანაც შეგვეძლო, რატომღაც სიმშვიდე დავკარგეთ. მომენტები მრავლად შევქმენით, მაგრამ შეტევების დაგვირგვინება ვერ მოვახერხეთ. საბოლოო შედეგს თუ შევხედავთ – არ წაგვიგია. მეორე ტაიმი ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ დაღლილობამ იჩინა თავი“.

კენან ბაირიჩი („სლოვანის“ კაპიტანი):

„რთული თამაში იყო. მეტოქე ჩვენზე ზეწოლას ახდენდა და სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა. გვინდოდა, რაც შეიძლება სწრაფად გაგვეტანა გოლი, რათა ვითარება დამშვიდებულიყო. ეს ცოტა დაგვიანებით მოვახერხეთ, მაგრამ მერე თავადაც გავუშვით და საქმე გავირთულეთ. უნდა ვისწავლოთ ასეთ პრობლემებთან გამკლავება, თუმცა შედეგით კმაყოფილები ვართ“.

მსგავსი