„სლოვანის“ გენერალური დირექტორი - კაშია და კანკავა მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ და მათთან თანამშრომლობის გაგრძელება მახარებს #1TVSPORT
„სლოვანის“ გენერალური დირექტორი - კაშია და კანკავა მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ და მათთან თანამშრომლობის გაგრძელება მახარებს #1TVSPORT

ვლადიმირ ვაისმა, გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ ბრატისლავის „სლოვანთან“ ახალი კონტრაქტები გააფორმეს, – ამის შესახებ კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ივა კმოტრიკმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„უმცროსი ვაისი ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში კლუბის განუყოფელი ნაწილია. ამ წელს ის აჩვენებს, რომ უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში. მოუთმენლად ველით მასთან ერთად ახალი სეზონის დაწყებას. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ თანამშრომლობის პირობებზე შევთანხმდით.

„გურამ კაშია და ჯაბა კანკავაც მომავალ სეზონში ჩვენი ოჯახის წევრები იქნებიან. ისინი ყველა მატჩში გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ, რის გამოც ქართველები ქომაგმა ძალიან შეიყვარა. ბედნიერი ვარ მათთან დადებული ახალი ხელშეკრულებებით“, – დასძინა კმოტრიკმა.

„სლოვანი“ ახლოსაა, სლოვაკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ გახდეს. უმაღლეს ლიგაში ჩასატარებელ ორ დარჩენილ შეხვედრაში კაშიასა და კანკავას გუნდს ამისთვის მხოლოდ ერთი ქულის აღება სჭირდება.