„სლოვანის“ ფანები ქართველებით აღტაცებულები არიან - კაშიასა და კანკავას ჩამოსვლისას ლანძღავდნენ, მაგრამ მართლა მაგრები არიან #1TVSPORT
„სლოვანის“ ფანები ქართველებით აღტაცებულები არიან - კაშიასა და კანკავას ჩამოსვლისას ლანძღავდნენ, მაგრამ მართლა მაგრები არიან #1TVSPORT

ევროპის ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას „სლოვანმა“ მატჩი 2:2 დაასრულა და გასვლაზე 0:3-ის წაგების გამო, ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრა ვერ მოახერხა – ვლადიმირ ვაისის გუნდი გამოსვლას კონფერენს ლიგის ჯგუფში გააგრძელებს.

წაგების მიუხედავად, სლოვაკი გულშემატკივრები „სლოვანის“ თამაშით გახარებულები არიან. გუნდმა განმეორებითი შეხვედრა 26-ე წუთიდან კაცნაკლულმა ჩაატარა და ამის მიუხედავად, მეტოქეს ანგარიში ორჯერ გაუთანაბრა.

განსაკუთრებით კარგი რეაქცია სლოვაკ გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანსა და კაპიტანზე ჰქონდათ – „სლოვანისფეისბუქისის გვერდზე მათი კომენტარებიდან ჩანს, რომ გურამ კაშია და ჯაბა კანკავა მოედანზე გამორჩეულები იყვნენ.

„ვამაყობ ჩვენი გუნდის გამოსვლით! მადლობა კაშიას, კანკავას, ზმრალის და ჰენტის წარმოუდგენელი თამაშისთვის. ვიმედოვნებ, რომ კვირას სლოვაკეთის ჩემპიონატის შეხვედრაზე ბიჭებს მარტო არ დავტოვებთ და მინიმუმ 4,000 ადამიანი მოვა. ასეთი გმირული მატჩის შემდეგ მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ“.

„დღეს საუკეთესო მოთამაშე კანკავა იყო! ასე უნდა იბრძოლო, ისევე როგორც ეს 10 მოთამაშით დარჩენილმა გუნდმა გააკეთა!“

„კაშიას და კანკავას ჩამოსვლის შემდეგ ლანძღავდნენ, მაგრამ მართლა მაგარი ფეხბურთელები არიან“

„დღეს ქართული ზეიმი იყო. ძალიან მაინტერესებს, დღეს კანკავამ რამდენი ირბინა“.