„სლოვანი“ სლოვაკეთის თასის 1/8-ფინალში გავიდა #1TVSPORT
„სლოვანი“ სლოვაკეთის თასის 1/8-ფინალში გავიდა #1TVSPORT

ბრატისლავას სლოვანმა“, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, სლოვაკეთის თასზე „სტროპკოვისთან“ 3:2 გაიმარჯვა და ტურნირის შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ვლადიმირ ვაისის „სლოვანი“ კონფერენს ლიგის მერვედფინალში გასვლის შემდეგ, ჩემპიონატის წინა ტურის მატჩში სტუმრად „ჟილინასთან“ 1:4 დამარცხდა და გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია სურდა.

სლოვაკეთის ჩემპიონი ქვეყნის თასის 1/16-ფინალში მესამე ლიგის გუნდს გასვლაზე ეთამაშა. ქართველებიდან ვაისმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც თავის გამოჩენა შეეძლო, მაგრამ რეალური საგოლე შესაძლებლობები ხელიდან გაუშვა. გურამ კაშია და ჯაბა კანკავა კი სათადარიგოებში იყვნენ.

ალეკსანდარ ჩავრიჩის დუბლით და ბელგიელი სიმონ ვოეტის გოლით, „სლოვანი“ დამაჯერებლად იგებდა – 3:0. ვაისის გუნდმა ბოლო ათ წუთში ორი გოლი გაუშვა, მაგრამ გამარჯვება მაინც შეინარჩუნა.

სლოვაკეთის თასის 1/16-ფინალში „სლოვანი“ ბისტრიცას „დუკლა ბანსკას“ შეხვდება. ბრატისლაველები მეტოქის სტადიონზე ითამაშებენ.