„სლოვანი“ შემდეგ ეტაპზე ვაისის შვილმა გაიყვანა - კაშიამ და კანკავამ ირლანდიელების წინააღმდეგ ითამაშეს #1TVSPORT
„სლოვანი“ შემდეგ ეტაპზე ვაისის შვილმა გაიყვანა - კაშიამ და კანკავამ ირლანდიელების წინააღმდეგ ითამაშეს #1TVSPORT

ბრატისლავას „სლოვანი“, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი ავარჯიშებს და ორი ქართველი თამაშობს, „ჩემპიონთა ლიგის“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, მაგრამ საამისოდ გუნდს უზარმაზარი პრობლემების გადალახვა მოუხდა.

სლოვაკური გუნდის ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ და ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშეს. „სლოვანი“ ირლანდიურ „შემროკ როვერსს“ დუბლინში იმედიანად ესტუმრა, რადგან პირველი შეხვედრა ანგარიშით 2:0 მოიგო.

დუბლინში გამართული შეხვედრა „სლოვანისთვის“ ცუდად დაიწყო – გუნდმა პირველი ტაიმი 1:0 წააგო, ხოლო 64-ე წუთზე კი მეორე გოლი გაუშვა. ვაისის გუნდს მისივე შვილმა უშველა – 73-ე წუთზე ვლადიმირ ვაისი-უმცროსმა „შემროკ როვერსის“ კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.

ირლანდიელ მეტოქესთან დუბლინში გამარჯვებით სლოვაკეთის ჩემპიონმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც „სლოვანი“ შვეიცარიულ „იანგ ბოიზს“ დაუპირისპირდება.