სლოვაკური გამოცემა - ვაისს „სლოვანში“ გაგუას დამატება სურს #1TVSPORT
სლოვაკური გამოცემა - ვაისს „სლოვანში“ გაგუას დამატება სურს #1TVSPORT

სლოვაკეთის ჩემპიონ „სლოვანში“, შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ვიხილოთ, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი გიორგი გაგუას დამატებით არის დაინტერესებული, – ინფორმაციას სლოვაკური გამოცემა HNonline.sk-ი ავრცელებს.

„კიდევ ერთი ქართველი სლოვანში? ვაისს მტკივნეული პოზიციის გაძლიერება სურს, ის უცნობ ახალგაზრდას ეძებდა. გიორგი გაგუა „სლოვანში“, შეიძლება, ვლადიმირ ვაისის მწვრთნელობისას დამატებული მეოთხე ქართველი ლეგიონერი გახდეს.

გაგუას საბაზრო ღირებულება 300 000 ევროა და წელს მან საქართველოსთან ერთად 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალი ითამაშა. გასულ სეზონში გაგუა ესპანეთის მესამე დივიზიონის „რეალ უნიონში“ თამაშობდა და ახლა ლა ლიგის „ალავესში“ ირიცხება.

მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის წყალობით, ბრატისლავის „სლოვანის“ ხელმძღვანელები ქართულ ბაზარს შესანიშნავად იცნობენ, რადგან გამოცდილი სპეციალისტი იქ 2016-2020 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ავარჯიშებდა.

სლოვაკეთის ჩემპიონ გუნდში არიან გურამ კაშია და ჯაბა კანკავა, გასულ სეზონში კი შესანიშნავი დრიბლიორი გიორგი ჩაკვეტაძეც თამაშობდა. სამივე ქართველი ლეგიონერი „სლოვანის“ გულშემატკივრების ფავორიტი გახდა.

ახლა ბრატისლავას სტადიონზე, შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი მოვიდეს – თავდამსხმელი გიორგი გაგუა. ცენტრფორვარდი „სლოვანს“ დიდი ხანია სჭირდებოდა და მან გუნდი უნდა გააძლიეროს“, – ამტკიცებს HNonline.sk-ი.