სლოვაკეთში ქავთარაშვილი დამარცხდა – კონკურენტები ხვალ იასპარეზებენ

14:15, 01.09.2018

ბრატისლავაში ძიუდოს ევროპის თასზე პირველი ბრძოლები გაიმართა. დღეს ისლამ ქავთარაშვილმა იჭიდავა – 73 კიკილოგრამში მოასპარეზე ძიუდოისტი რუმინელ ლასლო შოუკს შეხვდა და დამარცხდა.

ყველაზე დიდ ინტერესს 90 კილოგრამ წონაში მოასპარეზე ქართველების ჭიდაობა იწვევს. ამ კატეგორიაში კონკურენტები, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ბექა ღვინიაშვილი იასპარეზებენ. ჭრიკიშვილი პირველ ეტაპზე უნგრელ მარტინ ფუზარს შეხვდება, ხოლო ღვინიაშვილი – ბრიტანელ ჯეიმს რიდს. ქართველების გზები ერთმანეთთან ფინალამდე ვერ გადაიკვეთება.

მათ გარდა, ამავე წონაში კიდევ პაატა ღვინიაშვილიც გამოვა, რომელიც გერმანელ ლუკა ფედკოტერს დაუპირისპირდება.

90 კილოგრამში ორთაბრძოლები ხვალ, 2 სექტემბერს გაიმართება. ევროპის თასზე ჭრიკიშვილსა და ბექა ღვინიაშვილს შორის უკეთესი შედეგის მქონე ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

 

მსგავსი