სლოვაკეთში აცხადებენ, რომ „დრუჟბას“ მეშვეობით რუსული ნავთობის მიღება დაიწყეს
სლოვაკეთში აცხადებენ, რომ „დრუჟბას“ მეშვეობით რუსული ნავთობის მიღება დაიწყეს

სლოვაკეთმა რუსული ნავთობის „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით მიღება დაიწყო, – ამის შესახებ სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა, დენისა საკოვამ განაცხადა.

საკოვამ აღნიშნა, რომ ნავთობის მიწოდება დღეს, ადგილობრივი დროით ღამის 02:00 საათზე დაიწყო.

„ამჟამად ნავთობის მიღება შეთანხმებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“, – განაცხადა საკოვამ.

მანამდე, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ „დრუჟბის“ მილსადენის გამო სლოვაკეთსა და უკრაინას შორის ნდობა მნიშვნელოვნად დაზარალდა. ფიცო არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირიდან სესხის მიღების შემდეგ კიევმა ნავთობსადენის ფუნქციონირება კვლავ შეაჩეროს.