სლოვაკეთმა რუსი დიპლომატი გააძევა
სლოვაკეთმა რუსი დიპლომატი გააძევა

სლოვაკეთმა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ პელეგრინის განცხადებით, ქვეყნის სამხედრო დაზვერვამ დაადგინა, რომ რუსი დიპლომატი ჯაშუშობდა.

გაძევებული დიპლომატი რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს ოფისში მუშაობდა.

„რუსი დიპლომატი სლოვაკეთისა და ნატო-ს ინტერესების წინააღმდეგ ჯაშუშობდა. გაძევება შეუფერხებლად და დიპლომატიური ნორმების შესაბამისად მოხდა“, – განაცხადა სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.

რუსეთის ხელისუფლება ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.