სლოვაკეთის „ზლატე მორავცემ“ სამი ქართველი ფეხბურთელი წარადგინა #1TVSPORT
სლოვაკურმა გუნდმა, „ზლატე მორავცემ“ „საბურთალოდან“ იჯარით დამატებული სამეული – იური ტაბატაძე, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა და ლევან ნონიკაშვილი წარადგინა. სლოვაკური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს თასის მფლობელთან პარტნიორული თანამშრომლობის პროექტი დაიწყო.
„ქართველი ახალგაზრდები – იური ტაბატაძე, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა და ლევან ნონიკაშვილი გაზაფხულზე გუნდს გააძლიერებენ. „ზლატე მორავცემ“ სამ ქართველ ფეხბურთელთან შეთანხმებას ოფიციალურად მიაღწია.
მათ მოსამზადებელ მატჩებში თავი გამოიჩინეს და ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამოცანის წინაშე დგანან – „ზლატე მორავცეს“ უმაღლეს დივიზიონში დარჩენაში უნდა დაეხმარონ.
სამივე მოთამაშე „საბურთალოდანაა“, ეს კლუბი საქართველოს თასის მფლობელია, რომელთანაც ჩვენი გუნდი ახალი პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს“, – წერს სლოვაკური კლუბის ვებგვერდი.