სლოვაკეთის პროკურატურა აცხადებს, რომ ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობა შეკვეთილი იყო
სლოვაკეთის პროკურატურა აცხადებს, რომ  ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობა შეკვეთილი იყო

სლოვაკეთის პროკურატურამ ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობას შეკვეთილი უწოდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ჟურნალისტ იან კუციაკის მკველელობისთვის დამკვთმა 70 000 ევრო გადაიხდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს თანხა სავარაუდო დაქირავებულ მკვლელს, ტომაშ ს.-ს 44 წლის მეწარმემ, ალენა ჟ.-მ გადასცა.

მოკლული ჟურნალისტის ოჯახის ადვოკატები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, მეწარმე ქალი უბრალო შუამავალი იყო.

მანამდე იან კუციაკის მკვლელობის საქმეზე ოთხი პირი დააკავეს. მათ შორის იყო სავარაუდო მკვლელი. გამომძიებლებმა დაპატიმრებულების ჩხრეკისას მკვლელობის იარღი ამოიღეს.

სლოვაკეთის პროკურატურაში ჯერ არ აკონკრეტებენ, იყვნენ თუ არა რეპორტიორის მკვლელობის დამკვეთებს შორის ალბანური ან იტალიური მაფიის წევრები. მათი თქმით, გამოძიება გრძელდება და საზოგადოება დანაშაულის მოტივის დადგენას ამ დრომდე ცდილობს.

იან კუციაკი და მისი მომავალი მეუღლე 2018 წლის 25 თებერვალს ბრატისლავადან 65 კილომეტრში მდებარე, საკუთარ სახლში მოკლეს. ბოლო გამოძიება, რომელზეც რეპორტიორი მუშაობდა სლოვაკეთის პრემიერ მინისტრ რობერტ ფიცოსა და იატალიური მაფიის კავშირებს ეხებოდა.

მკვლელობას სლოვაკეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა. თანამდებობის დატოვება მოუწია ქვეყნის პრემიერ- მინისტრს, ასევე მის თანაშემწეს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ასევე კულტურის მინისტრს, რომელიც ფორმალურად კურირებდა ჟურნალისტებს.