სლოტმა კვარაცხელიას მიმართ „ლივერპულის“ ინტერესზე საუბარი არ ისურვა #1TVSPORT
სლოტმა კვარაცხელიას მიმართ „ლივერპულის“ ინტერესზე საუბარი არ ისურვა #1TVSPORT

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა იანვარში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის მიმართ მერსისაიდული კლუბის ინტერესზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა liverpoolecho ავრცელებს.

„ინგლისური კლუბი დიდი ხანი აკვირდებოდა ქართველ ფორვარდს, მაგრამ მასთან კონტრაქტი არ გააფორმა, კვარაცხელიამ კი „ნაპოლი“ ზამთარში დატოვა – 24 წლის ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენში“ 70 მილიონ ევროდ გადავიდა და მას შემდეგ 10 მატჩში ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

შაბათს საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლილთან“ მოგებულ (4:1) შეხვედრაში კვარაცხელია პსჟ-ის სათადარიგოთა შორის იყო და შეცვლაზე ითამაშა. ჯერ კიდევ გაურკვეველია, „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ქართველი დაბრუნდება თუ არა სასტარტო შემადგენლობაში.

სლოტმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ კვარაცხელიას დიდი გულშემატკივარია, მაგრამ არ ისურვა პასუხის გაცემა კითხვაზე, „ლივერპული“ იანვარში ქართველი ფორვარდის ტრანსფერისთვის იბრძოდა თუ არა – ინგლისური კლუბის მწვრთნელმა თქვა, რომ ეს სატრანსფერო ამბავი „ცოტა გადაჭარბებული“ იყო.

თქვენ შეიძლება არ ხართ ინგლისიდან, სადაც ამბობენ, რომ „ლივერპული“ მსოფლიოში თითქმის ყველა მოთამაშეს ყიდულობს. აი, როგორ შოულობენ მისი მსგავსი ადამიანები (Sky Sports News-ის ჟურნალისტ ვინი ო’კონორზე მიუთითა) ფულს, – ასე უპასუხა სლოტმა ქართველი ჟურნალისტის კითხვას პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე“, – წერს გამოიცემა.