სლავენ ბილიჩს გლაზგოს სელტიკის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შესთავაზეს
სლავენ ბილიჩს გლაზგოს სელტიკის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შესთავაზეს

ხირვატიის ნაკრებისა და ვესტ ჰემ იუნაიტედის ყოფილი თავკაცი სლავენ ბილიჩი შესაძლოა გლაზგოს სელტიკის მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ 50 წლის სპეციალისტს შოტლანდიის ნაკრების გაწვრთნა შესთავაზეს, თუმცა ბილიჩი საკლუბო ფეხბურთში მუშაობას ანიჭებს უპირატესობას.

ბოლოს ხორვატი საუდის არაბეთის პრემიერ ლიგის გუნდ ალ-იტიჰადში მუშაობდა, სადაც თხუთმეტი მატჩიდან მხოლოდ სამი მოიგო, მანამდე კი ისეთ გუნდებს წვრთნიდა, როგორებიცაა ბეშიქთაში, მოსკოვის ლოკომოტივი და სპლიტის ჰაიდუკი.

რაც შეეხება ვესტ ჰემში გატარებულ დროს, ბილიჩის პირველი სეზონი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო და ჩაქუჩებმა 2015-16 წლების სეზონში მეშვიდე ადგილი დაიკავეს. მიუხედავად ამისა, 2017 წელს გუნდი გასავარდნ ზონამდე დაეშვა, რის გამოც ხორვატი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

ფეხბურთელობის დროს ბილიჩი ვესტ ჰემისა და ევერტონის შემადგენლობაში თამაშობდა, ხორვატიის ნაკრებში კი 44 მატჩი ჩაატარა და 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.