SkySports.it - წარმოგიდგენთ ქართველ მესის: ყაზაიშვილის საოცარი გოლი ესტონეთის წინააღგმდეგ (ვიდეო)

იტალიური SkySports-ის ვებგვერდი ვაკო ყაზაიშვილის მიერ ესტონეთის წინააღმდეგ გატანილ გოლს გამოეხმაურა და ყაზაიშვილი „ქართველ მესიდ“ მოიხსენია.

„მესი ესპანეთის წინააღმდეგ მაყურებლის რანგში იყო? არ არის პრობლემა. ქართველმა ფეხბურთელმა თბილისში ესტონეთის წინააღმდეგ ბურთი ფეხზე მიიკრო და საოცარი გოლი გაიტანა. ვაკო ყაზაიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაშობს. ეს ხუმრობა არაა – მისი გოლის ნახვისას ყველას ლეო მესი გაახსენდა. მან ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, სწრაფად წაიწია წინ, ერთი მცველი შესანიშნავი მოძრაობით ჩამოიცილა და საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა“, – წერს  SkySports-ი.

გამოცემა ასევე წერს, რომ 1993 წელს დაბადებული ყაზაიშვილი პირველი ქართველია, რომელმაც MLS-ში გოლის გატანა მოახერხა.

„2016/17 წლების სეზონის შემდეგ ის „სან ხოზე ერზქვეიქში“ თამაშობს. ვაკომ 17 შეხვედრაში შვიდი გოლი გაიტანა“, – აღნიშნავს გამოცემა.