Sky Sports – ვინისიუსი „რეალში“ დარჩება #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ვინისიუსი არ დატოვებს კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ. „სამეფო კლუბი“ არ აპირებს 26 წლის გარემარბის გაყიდვას და დარწმუნებულია, რომ 26 წლის ბრაზილიელი დათანხმდება კონტრაქტის გაგრძელებას, რომელსაც 2027 წლის ზაფხულში გასდის ვადა. ამის შესახებ წერს Sky Sports-ი.
წყაროს ცნობით, „რეალში“ დარწმუნებულნი არიან ვინისიუსის შენარჩუნებაში, მიუხედავად „არსენალის“ მხრიდან ინტერესისა. უახლოეს დღეებში იგეგმება ახალი მოლაპარაკებები მადრიდულ კლუბსა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის. აღნიშნავენ, რომ „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მაღალ შეფასებას აძლევს ვინისიუსის შესაძლებლობებს და სურს, რომ ის გუნდში დარჩეს.