Sky Sport - „ჯენოასთან“ შეცვლის შემდეგ კვარაცხელიამ უკმაყოფილება ღიად გამოხატა #1TVSPORT
Sky Sport - „ჯენოასთან“ შეცვლის შემდეგ კვარაცხელიამ უკმაყოფილება ღიად გამოხატა #1TVSPORT

Sky Sport-ის იტალიური ვერსიის ვებგვერდზე წერილი გამოქვეყნდა „ნაპოლის“ პრობლემებზე, რაც იტალიის ჩემპიონატში „ჯენოასთან“ ბოლო მატჩში აშკარად გამოჩნდა – ავტორმა ხაზი გაუსვა იმას, რომ შეცვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ უკმაყოფილება გამოხატა.

„გარსიას „ნაპოლი“ თავის სახეს კვლავ ეძებს და კვარაცხელიას ეს ჟესტი . . .

„ჯენოასთან“ მატჩში გამოჩნდა, რომ „ნაპოლი“ ჯერ კიდევ ეძებს თავის სახეს. ასევე საყურადღებო იყო კვარაცხელიას რეაქცია შეცვლაზე, როდესაც ქართველი გაოგნებული მიბრუნდა სათადარიგოთა სკამისკენ მას შემდეგ, რაც გარსიამ გადაწყვიტა, ის ზერბინით შეეცვალა. ჟესტი, რომელიც ასახავს სეზონის ასეთი დასაწყისით გარკვეულ უკმაყოფილებას.

ამ ჟესტს შეცვლის მომენტში ინტერპრეტაცია არ სჭირდება და შესანიშნავად აღწერს იტალიის ჩემპიონისთვის რთულ პერიოდს. ის ფაქტი, რომ კვარაცხელია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, უკმაყოფილების ღიად გამოხატავს, აძლიერებს შეშფოთებას „ნაპოლის“ სტარტთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ მოლოდინს ვერ ამართლებს. გარსიას ბევრი შემამსუბუქებელი გარემოება აქვს, დაწყებული მძიმე მემკვიდრეობითა და გასულ სეზონში მნიშვნელოვანი მოთამაშეების ცუდი მდგომარეობით, მაგრამ „ჯენოასთან“ ფრემ, კიდევ უფრო გამოაჩინა ის სირთულეები, რომლებიც წარმოიშვა „ლაციოსთან“ წინა მატჩისას.

ადვილი მისახვედრი იყო, რომ კიმ მინ-ჯეს შეცვლა და მოედანზე ახალი ტაქტიკური კონცეფციების დანერგვა ადვილი არ იქნებოდა; ამ მიზეზით, გარსიას ჯერ კიდევ მოუწევს ბევრი იფიქროს, მაგრამ მინდვრიდან გამოსული ავის მომასწავებელი ხმები არ შეიძლება შეუსმენელი დარჩეს.

ცალკე საუბარია კვარაცხელიაზე, რადგან თამაშის გარდა (რომელიც ჯერჯერობით აშკარად არ შეესაბამება მის კლასს), სწორედ მისმა ჟესტმა უნდა დაგვაფიქროს. ეს იყო უჩვეულო, მოულოდნელი და საგანგაშო მისნაირი ადამიანისგან. კიდევ ერთი რამ, რაც უნდა გამოსწორდეს“, – წერს Sky Sport.