Sky Sport Italia - კვარაცხელია „ვერონასთან“ მატჩისთვის მზად იქნება #1TVSPORT
იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის შეხვედრას „ნაპოლი“ „ვერონასთან“ 12 იანვარს „სტადიო მარადონაზე“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ხვიჩა კვარაცხელია, ისევე როგორც „ნაპოლის“ კიდევ ორი მოთამაშე, ტრავმებისგან განიკურნა და, სავარაუდოდ, „ვერონასთან“ მატჩისთვის მზად იქნება – ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს.
„უახლესი ამბები „ნაპოლის“ ლაზარეთიდან: მატეო პოლიტანო, მატიას ოლივერა და ხვიჩა კვარაცხელია ტრავმებს იშუშებენ. პოლიტანოს სურს, „ვერონასთან“ მოედანზე დაბრუნდეს, მაგრამ ჯერ ექიმების საბოლოო დასკვნას ელოდება.
კარგი ამბავია ანტონიო კონტეს გუნდის ორი წევრის შესახებ. მატიას ოლივერა თავს უკეთ გრძნობს. გაუმჯობესების ნიშნები დაეტყო ქართველ ხვიჩა კვარაცხელიასაც, რომლის ტკივილი კონტროლს ექვემდებარება. ანტონიო კონტე და მისი შტაბი გადაწყვეტს, „ვერონასთან“ რომელი ითამაშებს“.
იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის შეხვედრას „ნაპოლი“ „ვერონასთან“ 12 იანვარს „სტადიო მარადონაზე“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.