სკოტი პიპენის ვაჟმა სტუდენტური ლიგის მატჩში 30 ქულა დააგროვა [ვიდეო] #1TVSPORT
სკოტი პიპენის ვაჟმა სტუდენტური ლიგის მატჩში 30 ქულა დააგროვა [ვიდეო] #1TVSPORT

სტუდენტურ ლიგაში (NCAA) მოთამაშე გუნდის „ვანდერბილტის“ გამთამაშებელი სკოტი პიპენი-უმცროსი (21 წლის, 191 სმ) შესანიშნავ კალათბურთს უჩვენებს.

ახლადდაწყებული სეზონის მეორე მატჩში „ტექსასის“ წინააღმდეგ (79:60) ლეგენდარული სკოტი პიპენის ვაჟმა 34 წუთში 30 ქულა, ორი მოხსნა და სამი შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

უმცროსი პიპენი მესამე სეზონს ატარებს „ვანდერბილტის“ შემადგენლობაში. გასულ სეზონში მისი სტატისტიკა 22 მატჩში 20.8 ქულას, 2.9 მოხსნას, 4.9 შედეგიან გადაცემასა და 1.8 ჩაჭრას შეადგენდა.