სკოტ ბესენტი - მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმება ამჟამად განხილვას არ ექვემდებარება, ზელენსკის მხოლოდ ის უნდა გაეკეთებინა, რომ შემოსულიყო და ხელი მოეწერა, მან არჩია, გაეფუჭებინა
სკოტ ბესენტი - მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმება ამჟამად განხილვას არ ექვემდებარება, ზელენსკის მხოლოდ ის უნდა გაეკეთებინა, რომ შემოსულიყო და ხელი მოეწერა, მან არჩია, გაეფუჭებინა

უკრაინასთან მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმება ამჟამად განხილვას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

„არ ვიცი, რას ფიქრობდა პრეზიდენტი ზელენსკი. ორშაბათს გვყავდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, შესანიშნავი შეხვედრა იყო. ხუთშაბათს გვყავდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ფანტასტიკური შეხვედრა იყო. ისინი ყველა სამშვიდობო შეთანხმების ბორტზე იყვნენ. პრეზიდენტ ზელენსკის მხოლოდ ის უნდა გაეკეთებინა, რომ შემოსულიყო და ხელი მოეწერა ამ ეკონომიკური შეთანხმებისთვის და მან არჩია, ეს გაეფუჭებინა. ვფიქრობ, უნდა ვნახოთ, სურს თუ არა პრეზიდენტ ზელენსკის გაგრძელება – რა აზრი აქვს ეკონომიკურ შეთანხმებას, რომელიც გაუქმდება, თუ მას ბრძოლის გაგრძელება სურს? პრეზიდენტ ტრამპს სურს სამშვიდობო შეთანხმება“, – განაცხადა ბესენტმა.