სკოტ ბესენტი – ირანის წინააღმდეგ ომის დასკვნით ფაზაში შევდივართ, განთიადისას დადგება ყველაზე მასშტაბური ფინანსური შეტევა, რომელიც ოდესმე მოწინააღმდეგის მიმართ განხორციელებულა

09:03, 24.08.2026

ტრამპის ადმინისტრაცია 24 აგვისტოს ირანის წინააღმდეგ „ფინანსურ შეტევაზე“ გადასვლას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

„ჩვენ ირანის წინააღმდეგ ომის დასკვნით ფაზაში შევდივართ. განთიადისას დადგება „D-დღე“ – ყველაზე მასშტაბური ფინანსური შეტევა, რომელიც ოდესმე მოწინააღმდეგის მიმართ განხორციელებულა. პრეზიდენტმა შექმნა პირობები ყველა იმ უწყების, სტრუქტურისა და უფლებამოსილების ამოქმედებისთვის, რომელთა გამოყენებაც, როგორც გვეგონა, არ დაგვჭირდებოდა“, – დაწერა ბესენტმა სოციალურ ქსელ „იქს“-ში.

ცნობისთვის, მანამდე ტრამპმა ირანის წინააღმდეგ „ეკონომიკური ომისა და იზოლაციის“ უპრეცედენტო მასშტაბით დაწყების შესახებ განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე გააფრთხილა ქვეყნები, რომელთა ფინანსური ინსტიტუტები, კომპანიები, აეროპორტები ან სახელმწიფო სტრუქტურები თეირანს მხარდაჭერას გაუწევენ, რომ მათ აშშ-ის მხრიდან სერიოზული ეკონომიკური შედეგები დაემუქრებათ.

მსგავსი