სკოტ ბესენტი – ჩინეთმა უნდა გამოიყენოს დიპლომატია და დაარწმუნოს ირანი, გახსნას ჰორმუზის სრუტე

00:55, 05.05.2026

აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი მოუწოდებს ჩინეთს, დაარწმუნოს ირანი, რომ ჰორმუზის სრუტე გახსნას.

აშშ-ის სახაზინო მდივნის თქმით, აღნიშნულ საკითხს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მომავალ კვირას, შეხვედრისას განიხილავენ.

„ჩინეთმა უნდა გამოიყენოს დიპლომატია და დაარწმუნოს ირანი, გახსნას სრუტე“, – განაცხადა ბესენტმა.

მისი თქმით, ჩინეთი ირანის ენერგიის დაახლოებით 90%-ს ყიდულობს და ამით „აფინანსებს სახელმწიფოს, რომელიც ტერორიზმის მთავარ მხარდამჭერად ითვლება“.

ამასთან, ბესენტმა მოუწოდა ჩინეთსა და რუსეთს, არ დაბლოკონ გაერო-ში ისეთი ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ჰორმუზის სრუტეში კომერციული ნავიგაციის დაცვას.

მსგავსი