სკოტ ბესენტი - აშშ მზადაა, ევროკავშირთან პარტნიორობით, რუსეთის ეკონომიკის სრული კოლაფსისთვის
აშშ მზადაა, ევროკავშირთან პარტნიორობით, რუსეთის ეკონომიკის სრული კოლაფსისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა „ენბისი ნიუსის“ ეთერში განაცხადა.
ბესენტის თქმით, აშშ მზადაა, სანქციები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან ყიდულობენ ნავთობს.
„ჩვენ მზად ვართ რუსეთზე ზეწოლის გაზრდისთვის, მაგრამ გვჭირდება ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერაც. ახლა ეს რბოლაა იმათ შორის, თუ რამდენ ხანს გაუძლებს უკრაინული ჯარი და რამდენ ხანს გაუძლებს რუსეთის ეკონომიკა. თუ აშშ და ევროკავშირი შეძლებენ, ჩაერთონ, დაუწესონ მეტი სანქციები, მეორადი ტარიფები იმ ქვეყნებს, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ნავთობს, რუსული ეკონომიკა სრულ კოლაფსში აღმოჩნდება და ეს აიძულებს პრეზიდენტ პუტინს, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან“, – თქვა ბესენტმა.