სკოტ ბესენტი - აშშ მზადაა, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან ერთად, რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს
აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მზად არის, „დიდი შვიდეულის“ წევრ ქვეყნებთან ერთად რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს.
სკოტ ბესენტმა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, იულია სვირიდენკოსთან გამართა შეხვედრა.
„ბესენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ვალდებულება, ითანამშრომლოს „დიდი შვიდეულის“ წევრ პარტნიორებთან რუსეთზე ზეწოლის მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით. მან ხაზი გაუსვა ევროპელი მოკავშირეების მიერ ზეწოლის კამპანიის გაძლიერების აუცილებლობას არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც აფინანსებს რუსეთის სამხედრო მანქანას რუსული ნავთობის შესყიდვებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ბესენტმა დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ და ხაზი გაუსვა მის ერთგულებას ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართ.