სკოლის მოსწავლეების პროტესტის გამო, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი კრიზისულ საკითხებზე უწყებათაშორის თათბირს მართავს
სკოლის მოსწავლეების პროტესტის გამო, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნიუ კრიზისულ საკითხებზე უწყებათაშორის თათბირს მართავს.
აქციის მონაწილეები, მიუხედავად ძალადობისა, საშუალო სკოლის მოსწავლეებსა და უკვე უნივერსიტეტის სტუდენტებს მობილიზაციის „მეორე ეტაპისკენ“ მოუწოდებენ. საფრანგეთის განათლების მინისტრის, ედუარდ ჯეფრის განცხადებით, ვინც ამ ძალადობას სჩადიან, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ და დაისაჯონ.
ფრანგული მედიის თანახმად, რუანში აქციების დროს ორი დირექტორი დაშავდა. სახელმწიფოს მოთხოვნით, სტრასბურგში შეჩერებულია ტრამვაის მოძრაობა, რაც ხელისუფლების თქმით, ვანდალებისა და მომიტინგეების გადაადგილების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
ვრცელდება ინფორმაცია რენში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შესახებ. ტულუზაში აქციების ადგილას რამდენიმე ლოკაციაზე ცეცხლი გაჩნდა. მარსელში სახანძრო სამსახურის მანქანა გაძარცვეს და შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს.
ბოლო მონაცემებით, დააკავეს 625 ადამიანი, დაშავდა 83 პოლიციელი და ჟანდარმი. ბლოკადების დაწყების შემდეგ ასევე დაშავდა 119 მოსწავლე და სკოლის თანამშრომელი.