სკოლის გუნდის მწვრთნელი საკუთარ მოსწავლეს ჩაეხუტა და იარაღი ისე წაართვა (ვიდეო)
სკოლის გუნდის მწვრთნელი საკუთარ მოსწავლეს ჩაეხუტა და იარაღი ისე წაართვა (ვიდეო)

ორეგონის შტატის ერთ-ერთი სკოლა ტრაგედიას გადაურჩა. მოსწავლე სკოლაში შეიარაღებული მივიდა და ის იყო სროლა უნდა დაეწყო, რომ წინ ამერიკულ ფეხბურთში ადგილობრივი გუნდის მწვრთნელი, კინონ ლოუ გადაუდგა.

 

შეიარაღებული ბიჭის დანახვაზე ყველა გაიქცა, თუმცა კინონ ლოუ არ დაბნეულა. მწვრთნელი მოსწავლეს გადაეღობა, ჩაეხუტა, დაამშვიდა და იარაღი ჰუმანურად, უმტკივნეულოდ აართვა.

 

ინტერნეტში მშვიდობიანად დამთავრებული ამ ინცინდენტის  კადრები გავრცელდა და მსოფლიო აალაპარაკა. მწვრთნელი კინონ ლოუ გმირად აღიარეს და ამ მამაცი ადამიანით მთელი ორეგონის შტატი ამაყობს.

 

„შიშის ნაცვლად თანაგრძნობა დამეუფლა. ცხადი იყო, რომ ბიჭს სტრესი ჰქონდა და მე უბრალოდ მისი გადარჩენა მინდოდა. მივახვედრე, რომ მის გვერდით ვარ. ვუთხარი კიდეც, რომ მის გვერდით შემთხვევით არ აღმოვჩნდი და ცხოვრება ნადვილად იმსახურებს იმას, რომ ღირსეულად გავატაროთ“ –  ციტირებს კინონ ლოუს „ბაზფიდნიუსი“ (buzzfeednews).

დატოვე კომენტარი